02 მაისი 2024,   16:51
ვრცლად
ცეცხლსასროლი იარაღის მასრები, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და დამწვარი მანქანები - შეტაკებების მძიმე კვალი სოფელ ბირკიანში

სოფელ ბირკიანს, სადაც მძიმე ტექნიკით, ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმის პირისპირ ჯოხებითა და ქვებით ხელში პანკისელი ქისტები ხეობას იცავდნენ, ახლაც ეტყობა დაპირისპირების მძიმე კვალი. ადგილზე ისევ რჩება დამწვარი მანქანები. ასევე ბირკიანში იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ერთ-ერთი მთავარი, რაზეც ხეობა ახლა პასუხს ელოდება გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი. დღეს ადგილობრივებმა ალაზნის სანაპიროზე ცეცხლსასროლი იარაღის მასრები იპოვეს. ახლა ხეობის მოსახლეობა კიდევ უფრო კატეგორიულია - ახალი ჰესები არ იქნება და ხელისუფლება პანკისელი ქისტებისგან კომპრომისს არ უნდა ელოდოს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ადგილობრივ მოსახლეობას პოლიციაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. კადრებში, რომელიც "კურიერის" კამერამ გადაიღო კარგად ჩანს როგორ ესვრიან ისინი სპეცრაზმს ქვებს, ჯოხებს და აალებად ნივთებს. გახარიამ ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა, რომ კადრებს გაშიფრავენ და დასჯიან ყველას, ვინც თავს პოლიციას დაესხა.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 მუხლით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. 

დღის ამბები