05 მაისი 2024,   08:32
ვრცლად
"სახიფათოა ის გამონათქვამები, რომლებიც ბოლო დროს ჩვენ გავიგეთ პოლიტიკოსებისგან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით" - IDFI

სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და არსებული გამოწვევები - ამ თემაზე IDFI და ქართულ-ევროპული ინსტიტუტი კონფერენციას გამართავენ. ისინი ბოლო პერიოდში მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ იმ განცხადებებზე ისაუბრებენ, რაც ცილისწამების შემთხვევაში სასჯელის გამკაცრებას შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ამგვარ შეზღუდვებს კრძალავს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, დაუშვებელია მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა და ამ მიმართულებით, ისინი ყურადღებას "რუსთავი 2"-ზეც გაამახვილებენ.

"სახიფათოა ის გამონათქვამები, რომლებიც ბოლო დროს ჩვენ გავიგეთ პოლიტიკოსებისგან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით"-აცხადებს, IDFI-ს  აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

დღის ამბები