26 აპრილი 2024,   13:25
ვრცლად
კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში დაჯავშნილი მატარებლით ჩავიდა

ჩრდილო კორეის ლიდერი პირველი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. კიმ ჩენ ინი ვლადივოსტოკში საკუთარი დაჯავშნილი მატარებლით ჩავიდა. რკინიგზის სადგურში მას პურითა და მარილით, წითელი ხალიჩითა და სამხედრო ორკესტრით დახვდნენ, რომელმაც ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

კიმ ჩენ ინი დღესვე ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ეს რუსეთისა და ჩრდილო კორეის ლიდერების პირველი მოლაპარაკება იქნება. ექსპერტების შეფასებით, ჰანოიში დონალდ ტრამპთან უშედეგო სამიტის შემდეგ, ოფიციალური ფხენიანი მოსკოვისგან მხარდაჭერას ელის.

დღის ამბები