04 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ემიგრატნთა გაზრდილი რაოდენობა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - ანალიტიკოსები სახელმწიფოს არაეფექტურობაზე საუბრობენ 

უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე - ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, უარი თქვას უკვე დაანონსებულ რეგულაციებზე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნოს. საგარეო საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები განმარტავენ, რომ ვერანაირი კანონის გამკაცრება მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, თუ ქვეყანაში მძიმე სოციალური ვითარება არ შეიცვალა.

„უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენდა სწორედ ის, რომ საქართველო შეძლებდა გააკონტროლოს უკანონო მიგრაცია, ამის კონტროლის მექანიზმები ჩვენს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფომ რა ზომებიც უნდა გაატაროს არის ის, რომ რეალურად გააუმჯობესოს სოციალურ ეკონომიკური ფონი,“-აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" დამფუძნებელი ნინო კალანდაძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე კი აცხადებს, რომ საფრთხე რეალური ხდება.

„საფრთხე დღითიდღე უფრო რეალური ხდება. ქვეყანაში არსებული სოციალურ -ეკონომიკური სიტუაცია - იქიდან გამომდინარე რომ ის მოქალაქეები, ვინც საქართველოდან მიდიან ძირითადად არიან შრომითი მიგრანტები. რაოდენობა იზრდება და შესაბამისად ეფექტურობის ინდიკატორად თუ გამოვიყენებთ რაოდენობის გაზრდას, გამიჭირდება იმის თქმა,რომ სახელმწიფო ეფექტურად მუშაობს ამ კუთხით,“-განაცხადა ჩხიკვაძემ.

ანალიტიკოსების აზრით, არალეგალურ მიგრანტთა მზარდი რაოდენობა და კრიმინალი, რომელიც ევროპაში საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება, ქვეყნის უვიზო მიმოსვლას საფრთხეს უქმნის. 

იუსტიციის მინისტრმაც განაცხადა, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა გაზრდილი რაოდენობა პრობლემებს ქმნის. მინისტრის მოადგილის განცხადებით კი, პირველი ქმედითი ნაბიჯი, რაც იგეგმება, ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებით პრობაციონერებისთვის რეგულაციების დაწესება იქნება. მმართველ გუნდში თანხმდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ემიგრანტთა რაოდენობა შემცირდეს. 

დღის ამბები