23 ივლისი 2019,   03:36
ვრცლად
პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ამტკიცებდა რომ საქართველოში უკრაინიდან 10 შვილთან ერთად ჩამოვიდა

"კურიერის" ინფორმაციით, 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.

საქმე ეხება, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში 10 ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციით შეიყვანეს.

ისინი ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, მეურვესთან ერთად ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით მათმა მეურვემ იქირავა. უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაჰყავდა.

ათი ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გასულ კვირას დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან. თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

"კურიერის" ინფორმაციით, ათიდან ბავშვიდან ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

 

დღის ამბები