04 მაისი 2024,   20:06
ვრცლად
ტრეფიკინგში ბრალდებული ქალის მიერ უკრაინიდან ჩამოყვანილი ბავშვები სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავების შემდეგ ბავშვები, რომლებზეც ის ამტკიცებდა, რომ მისი შვილები არიან სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ.

ქალი ტრეფიკინგის ბრალდებით გვიან ღამით დააკავეს,  სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ამბობენ, რომ რვა ბავშვიდან ექვსი თბილისში, ორი კი ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში არიან გადაყვანილები.

მათი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. საქმეში უკვე ჩაერთო ფსიქოლოგი და ბავშვების ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. მზევინარ ღაჭავას თქმით, სოციალური მუშაკები საავადმყოფოში გუშინ საღამოს რვა საათისთვის გამოიძახეს, რადგან გამოძიებამ საეჭვო გარემოებები გამოავლინა და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, რის შემდეგ გვიან ღამით იულია სუსლიაკი სამართალდამცავებმა დააკავეს.

„დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს ზუსტად ბავშვების მიმართ ძალადობის გამო. ყველა ბავშვი იმყოფება უსაფრთხო გარემოში, ყველა მათი საჭიროება დაცულია. საეჭვო გარემოება იკვეთებოდა იმის გამო ,რომ რამდენიმე ბავშვი იყო ერთ წელში დაბადებული,“-ამბობს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის მოვალეობის შემსრულებელი მზევინარ ღაჭავა.  

ორი მცირეწლოვანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას შემდეგ, რაც კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი გაეწერება ისინიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები