01 მაისი 2024,   15:26
ვრცლად
"ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო" - ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე „კურიერისთვის“ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ზუგდიდელები იხსენებენ, რა პირობებში ჰყავდა ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში უკრაინის მოქალაქეს 10 ბავშვი.

მეზობლები ყვებიან, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თქვა, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის. ადგილობრივების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მეუღლესთან ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ენგურის ხიდზე მას პრობლემები შეექმნა.

„აფხაზეთში მინდა გადასვლა და შემაჩერესო. ერთმა ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო. ბიჭი იჯდა, საჭმელს ჭამდა და მაშინ ჰკითხა მეზობელმა და დედაჩემი არ არისო,“ - განუცხადა „კურიერს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ბესო მიქენაიამ. 

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება მისი ადვოკატიც.

ზურაბ თოდუა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აფხაზეთში ჩასვლა მართლაც სურდა, რადგან მეუღლესთან ერთად იქ ცხოვრებას აპირებდა. ადვოკატის განცხადებით, ოჯახი უკრაინაში პოლიტიკური შევიწროების მსხვერპლი იყო. თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა.

„გუშინწინ ქალბატონმა იულიამ და მისმა 10-ვე ბავშვმა ჩააბარა დედის თანხმობით ყოველგვარი სასამრთლო გადაწყვეტილებს გარეშე, ბიოლოგიური მასალა, რომლითაც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ  სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10-ვე ბავშვიდან 10-ვე ბიოლოგიური მამა არის ერთი ად იგივე ადამიანი, ქალბატონის მეუღლე, ხოლო 10 ბავშვიდან 4-ის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და მისი კანონიერი ქორწინებაში მყოფი მეუღლე. დანარჩენი 6 არის სუროგატისგან გაჩენილი, მაგრამ ბიოლოგიური მამა არის მისი მაუღლე,“- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები