01 მაისი 2024,   00:04
ვრცლად
საგარეო უწყება ლიბიოდან დაბრუნებული მესაზღვრეების მიმართ უყურადღებობას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლიბიიდან დაბრუნებული ქართველი მეზღვაურების მიმართ შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება არ გამოიჩინეს.

უწყების ინფორმაციით, რაულ ტაკიძის და მანუჩარ კეკელიძის გამომგზავრების პროცესს მონიტორინგს უწევდა საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატიც და ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

"დღიდან მეზღვაურების დაკავებისა ქართულ მხარეს არ შეუწყვეტია მეზღვაურებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტი და საქმის კურსში აყენებდა ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რასაც უწყება მიმართავდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად," - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

დღის ამბები