05 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
სოფელ რუხში, ენმ-ის კოორდინატორის თქმით, არჩევნებზე "ოცნების" სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ

სოფელ რუხში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორ მზია მაღლაკელიძის მტკიცებით, ადგილობრივ არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობას აიძულებენ.

სოციალურად დაუცველი ოთხი შვილის დედის თქმით, მასთან ქართული ოცნების კორდინატორი - რუხის საჯარო სკოლის პედაგოგი, დარეჯან ბერიშვილი, მივიდა და თვეში 200 ლარს და თბილ ოთახს დაჰპირდა.

მზია მაღლაკელიძე წლებია, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვს. მას მძიმე პირობებში უწევს ოთხი შვილის გაზრდა, 11 წლის გოგონა კი მძიმე დაავადებას ებრძვის, თუმცა, მზია მაღლაკელიძის პრობლემებით აქამდე არავინ დაინტერესებულა.

„იმუშავე ჩვენთან, მოგცემთ 200 ლარს თვეშიო, აგიტატორად რომ მემუშავა. ძალიან მიჭირდა, იმიტომ მომადგნენ კარზე, ვითომ, მე ფულზე ვიყიდები. მე ფულზე არ ვიყიდები,“ - განაცხადა მზია მაღლაკელიძემ.

დღის ამბები