03 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
ბრწყინვალე აღდგომა - მართლმადიდებელ ქრისტიანებს დღესასწაული ოპოზიციის წევრებმა მიულოცეს 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში მთელი ღამის განმავლობაში საზეიმო ლიტურგია აღევლინებოდა. საზეიმო წირვა აღევლინა სამების საკათედრო ტაძარში. ღვთისმსახურებას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

საზეიმო ლიტურგიას დაესწრო "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, რომელმაც მორწმუნეებს ბრწყინვალე დღესასწაულ მიულოცა.

„აღდგომა არის სიყვარულის და სიკეთის გამარჯვების დღესასწაული, სიცოცხლის და სინათლის დღესასწაული, ამიტომ მე ვულოცავ მთელ საქართველოს და მინდა, რომ ყველა ქართულ ოჯახში ყოფილიყოს სიკეთე, ყოფილიყოს სიყვარული, ყოფილიყოს მომავლის რწმენა და რწმენა იმის, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს.  ქრისტე აღდგა, ვულოცავ მთელ საქართველოს ბრწყინვალე დღესასწაულს,“ - აღნიშნავს დავით ბაქრაძე.

მართლმადიდებელ ქრისტიანებს დღესასწაული მიულოცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზაალ უდუმაშვილმა.

„ეს არის ყველაზე დიდი და ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტიანული სამყაროსთვის, შესაბამისად, მე მინდა მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვუსურვო მათ გახარება, წარმატება, ჯანმრთელობა, სიუხვე მათ ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას კი გამთლიანება და გაძლიერება,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძეც, რომელმაც ქრისტიანებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„მთელ საქართველოს მინდა მივულოცო დამდეგი ბრწყინვალე დღესასწაული ჩვენი მაცხოვრის აღდგომის. ადამიანის სიყვარული, სიკვდილის დამარცხება, ცოდვების მიტევება მოიტანა ამ დღესასწაულმა და რაც მალე ვისწავლით ამ დღესასწაულის სულისკვეთებით ცხოვრებას, მით უკეთესი,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.   

 

 

 

 

 

დღის ამბები