05 მაისი 2024,   09:07
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობანზე

ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავის ავტობანზე მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. დაშავდნენ მგზავრები, მათგან ერთის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად მიიჩნევენ. 33 წლის მამაკაცი კლინიკა "პინეოს" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლებს შორის მოხდა შელაპარაკებაც, შედეგად ერთ-ერთი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

დღის ამბები