05 მაისი 2024,   10:15
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ილტოს ხეობაში მსხვერპლით დასრულდა 

ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში მსხვერპლი მოჰყვა - ილტოს ხეობაში მომხდარი ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა ერთი მამაკაცი, სამი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა რამდენჯერმე ამობრუნდა.

სხვადასხვა დაზიანებებით დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი კატასტროფის ბრიგადამ ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დღის ამბები