05 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
სტიქია სოფელ შილდაში - ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება 

სოფელ შილდაში დღეიდან სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა იწყება. სეტყვამ, რომელსაც თან ძლიერი ქარი ახლდა სოფელში 300-ს ჰექტრამდე ვენახი დააზიანა.

ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია რამდენიმე ხეც, რის გამოც თელავი-ყვარლის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო.

„დაახლოებით ვვარაუდობთ, რომ 300 ჰექტარია დაზიანებული. კომისია აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე. სადაზღვევო კომპანიებს ჯერ არ აქვთ სამწუხაროდ დაზღვეული ვენახები,“-განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა.

დღის ამბები