05 მაისი 2024,   04:54
ვრცლად
„არა ჩაბეტონებას“- ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

„არა ჩაბეტონებას“- ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ბათუმში გაიმართა. ევროპის მოედანზე შეკრება აქტივისტებმა „ბათუმობის“ დღესასწაულს საგანგებოდ დაამთხვიეს, რათა მათი გზავნილი უფრო მეტ ადამიანს გაეგო.

შეკრებილებმა ქალაქში ქაოტური მშენებლობები გააპროტესტეს და ქალაქის მერიისგან ისტორიული ზონის დოკუმენტის დროულად დამტკიცება მოითხოვეს. მოგვიანებით, მათ ბათუმის ბულვარში გადაინაცვლეს.

„გამოვედით იმისთვის, რომ პროტესტი გამოვთქვათ. რის ბათუმობას აღვნიშნავთ? რეალურად ისევ აქ ტარდება ყველაფერი, ისტორიული ზონა არის ეს ქალაქის, მაგრამ არაფერი არ იცავს აქაურობას და ხვალ შესაძლოა ისეთი მშენებლობა წარიმართოს, რომელიც ამ უბანს მთლიანად დააზიანებს. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ რაც შეიძლება მალე დამტკიცდეს ეს ისტორიული ზონის მიღების დოკუმენტი,“-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

დღის ამბები