03 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
"დაგმა" ვერ შეძლო საკუთარი ვალდებულების შესრულება - ენმ მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მერიას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს, საქმე ეხება 500 ათას ლარს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ თბილისის მერიასთან სამი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს "დაგი“-ს ლილოში ნაგავსაყრელის ინფრასტრუქტურა უნდა აეშენებინა. პროცესი დაიწყო, თუმცა მალევე გაჩერდა და დღემდე არ გაგრძელებულა.

არსებობს საკრებულოს სარევიზიო კომისიის დასკვნაც, რომ სამუშაოები კომპანიამ დარღვევებით ჩაატარა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით არავის პასუხისმგებლობა არ დამდგარა. თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ეჭვობს, რომ საქმე მორიგ კორპუფიციულ გარიგებას ეხება და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„მიუხედავად იმისა, რომ 3 წლის განმავლობაში "დაგმა" ვერ შეძლო საკუთარი ვალდებულების შესრულება და ამ დროს ნახევარი მილიონ ლარზე მეტი აქვს წაღებული, დედაქალაქის მერია და თბილსერვისი, ფაქტობრივად ამ დრომდე არაფერს არ აკეთებდა, ახლა გაუფორმეს ხელშეკრულება და მისცეს ვადა 2021 წლამდე, რომ თანხა დააბრუნოს. ამასობაში საკრებულოს სარევიზიო კომისია წერს დასკვნას, რომ 70 ათასი ლარი, რომ დავხარჯეთ პროექტში, რომლის მიხედვითაც მუშაობდა "დაგი" და გაანადგურა იქაურობა, აქ შავით თეთრზე წერენ, რომ ეს თანხა არის წყალში გადაყრილი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, მოხდეს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები