03 მაისი 2024,   00:03
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში იმყოფება

თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ოფიციალურ შეხვედრებს დილიდან იწყებს.  ლილიან მორი-პასკიე პირველ შეხვედრას პარლამენტში გამართავს. დაგეგმილია აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარესთან, მოგვიანებით კი ქვეყნის პრემიერთან და პრეზიდენტთან.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად მოინახულებს დევნილთა დასახლებას წეროვაში, გაეცნობა ოძისში, ე.წ. საზღვართან შექმნილ ვითარებას.

ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით 30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, საზეიმო სესია გაიხსნება.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები ქვეყნის ევროპულ საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში. ვფიქრობ დაგეგმილი შეხვედრები მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ქვეყნის უკეთესად გაცნობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია რომ მექნება შესაძლებლობა მივმართო საქართველოს პარლამენტს, სადაც პირველ რიგში საპარლამენტო ასამბლეასთან და ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების შესახებ ვისაუბრებ,”-განაცხადა ლილიან მორი-პასკიემ.

დღის ამბები