05 მაისი 2024,   07:32
ვრცლად
რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

რუსთავისკენ მიმავალ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 33 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დღის ბოლოს მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა. კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი დაშავებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამედიცინო ბრიგადის წარმომადგენლებს შორის მოხდა შელაპარაკებაც მოხდა. შედეგად ერთ-ერთი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

დღის ამბები