05 მაისი 2024,   12:04
ვრცლად
ჩამოვიყვანთ იური სუსლიაკის დედას ბიოლოგიური ექსპერტიზისთვის - ტრეფიკინგში ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, ათივე ბავშვის მამა ბრალდებულის ქმარია

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა სასამართლო გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა - უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის დაცვის მხარე საკუთარი პოზიციის დასაცავად მზად არის ბავშვების ბებია საქართველოში ჩამოიყვანოს, მას ბიოლოგიური ანალიზი ჩაუტარდეს, რითაც ადვოკატის მტკიცებით, დადასტურდება რომ ათივე ბავშვის მამა იულია სუსლიაკის მეუღლეა.

„გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ქალბატონ იულია სუსლიაკს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება, გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში, ბრალდებას თუ დავუჯერებთ ამ ქალბატონმა 11 ბავშვი შეისყიდა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბიოლოგიური მამას ჰყავს ღვიძლი დედა,რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, მე შემიძლია პირველივე რეისით კიევი -თბილის ჩამოვიყვანო თბილისში ჩააბაროს ანალიზი ამ ქალბატონმა და შესაბამისად უტყუარად დადგინდება , რომ ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა არის იური სუსლიაკი,“-აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

ბავშვებით ვაჭრობაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ ქართველმა სამართალდამცველებმა მაშინ შეიტყვეს, როდესაც არასრულწლოვნები მწვავე ინტოქსიკაციით ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიების ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ათიდან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული. დავის დასრულებამდე ბავშვები სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ არიან.  

დღის ამბები