03 მაისი 2024,   02:34
ვრცლად
სუიციდი თურქეთის ციხეში - ჯაშუშობაში ბრალდებულმა აბაზანის კარზე თავი ჩამოიხრჩო

თურქეთის ციხეში ჯაშუშობაში ბრალდებულმა პირმა თავი მოიკლა. ინციდენტი სტამბოლის ციხეში მოხდა. ცხედარი საკანში ბადრაგებმა იპოვეს. მან აბაზანის კარზე თავი ჩამოიხრჩო.

ზაქი ჰასანი კიდევ ერთ პირთან ერთად 19 აპრილს დააკავეს. გამოძიების ცნობით ის არაბეთის გაერთიანებული საემიროების სასარგებლოდ ინფორმაციას აგროვებდა და კონკრეტულ პირებს გადასცემდა. ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ორივე აგენტმა ბრალი აღიარა.

თურქი გამომძიებლები ცდილობენ დაადგინონ რამდენად უკავშირდებოდა ერთ-ერთი აგენტის ჩასვლა თურქეთში საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობას. ის საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.

დღის ამბები