01 მაისი 2024,   06:36
ვრცლად
მკვლელობა ჩუმლაყში - მამა, რომელმაც შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია

მამა, რომელმაც შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, დაკავებულია. შვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

69 წლის მამაკაცის დაკავების ვიდეომასალას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მკვლელობა სოფელ ჩიმლაყში მოხდა. ურთიერთშელაპრაკების დროს მამამ შვილს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით გუკლმკერდის არეში მიაყენა.

40 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. მათივე თქმით, მამასა და შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. ცნობილია, რომ დაკავებულის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გაცემული.  

დღის ამბები