04 მაისი 2024,   22:43
ვრცლად
საღეჭი რეზინის ქურდობა და მუქარა შპრიცით - იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიციამ საღეჭი რეზინის ქურდობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.

35 წლის ირაკლი დემეტრაშვილი პოლიციამ ქალაქ ბარიში, სავაჭრო ცენტრთან აიყვანეს. მედიის ცნობით, მამაკაცმა მაღაზიიდან 40 ევროს ღირებულების საღეჭი რეზინი მოიპარა, გარეთ გამოსულს კი პოლიცია დახვდა. როდესაც სამართალდამცველებმა მისი დაკავება სცადეს, მან ჯიბიდან შპრიცი ამოიღო და პოლიციელებს დაემუქრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ირაკლი დემეტრაშვილი იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა და მას დეპორტაცია ემუქრებოდა.

დღის ამბები