05 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
ხელვაჩაურში აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა

ხელვაჩაურში აღმოჩენილ სამარხებთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომას სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, არქეოლოგები და ისტორიკოსები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეები ითხოვენ დეენემის ანალიზის ჩატარებას და ნეშტებისათვის ნეიტრალური ტერიტორიის გამოყოფას შთამომავლებთან შეთანხმებით. დაკრძალვის თარიღი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ პროცესი სამოქალაქო წესით, რელიგიური რიტუალების გარეშე ჩატარდება.

დღის ამბები