03 მაისი 2024,   14:33
ვრცლად
ხელისუფლება წიგნების წინააღმდეგ - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება მწერლების პროტესტის მიზეზი ხდება

ხელისუფლება წიგნების წინააღმდეგ - განათლების სამინისტროს კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მწერლების პროტესტის მიზეზი ხდება. ბატიაშვილის უწყება მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას ოპტიმიზაციით ხსნის, თუმცა, მწერლები ამ გადაწყვეტილების უკან სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ.

„ძალიან უცნაურია, შენს გარეშე იღებდნენ გადაწყვეტილებას, უცნაურიც და ალბათ, რაღაცნაირად, პირდაპირ არიან დასჯის მეთოდზე გადასულები იმიტომ, რომ გუშინ იყო საუბარი, მწერლების შემთხვევაში, თითქოს, ერთგვარ შურისძიებას ჰქონდეს ადგილი იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს ყველაზე მწვავედ, ყველაზე აშკარად და მკაფიოდ, თითქმის, ყველა თემაზე მწერლები აფიქსირებენ თავიანთ მოსაზრებას და რაღაცნაირად წარმოიდგინეს, რომ ეს არის ერთგვარი თოფ-წამალი ჩვენი წინსვლისთვის და თუ დაინტერესებულები არ ვართ წინსვლაში, ცხადია, რომ მოვიფიქრებთ და შევფუთავთ ამ სიტყვებით, რომ ეს არის მოდერნიზაცია, ეს არის რაღაც უკეთესთან დაკავშირებული, მაგრამ რა თქმა უნდა, ეჭვები ყოველთვის იქნება,“ - განაცხადა მწერალმა ნენე კვინიკაძემ.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას იხსენებს და ამბობს, რომ მოსამზადებელი პერიოდი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

„მწერლებს მიგვაჩნდა, რომ ცვლილებები, რომელიც ბოლო ეტაპზე უნდოდა ხელისუფლებას შეეტანა და სამინისტროს ამ შემთხვევაში, იყო აბსოლუტურად არასწორი და დამღუპველი პროექტისთვის. ჩვენ, სიმართლე რომ გითხრათ, რა თქმა უნდა, არ ველოდით, რომ ასე იოლად სექტორს ამ წინააღმდეგობას არ აპატიებდნენ და დღეს ძალიან ბევრი მწერლის აზრი, რომელსაც გუშინ მე სოციალურ სივრცეში თვალის გადავავლე და ვნახე, იყო ასეთი, რომ ეს იყო გარკვეული დუმილის შემდეგ პასუხი ჩვენი წინააღმდეგობის გამო,“ - განაცხადა ჯობავამ. 

დღის ამბები