01 მაისი 2024,   22:07
ვრცლად
„ჩვენ ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი" - ოპოზიცია სუს-ის უფროსის მოხსენებას აფასებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პარლამენტში მოხსენებას დეპუტატები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მათ ვახტანგ გომელაურისგან ვერ მიიღეს მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელმა არ განმარტა, თუ რატომ იხარჯება სახელმწიფოს რესურსი პოლიტიკური ოპონენტების თვალთვალზე.

გიგა ბოკერია-ის სურათის შედეგი„ჩვენ  ვერ მივიღეთ მთავარ კითხვაზე პასუხი, რატომ იხარჯება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე თვალთვალზე წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ქვეყნისთვის იმის მაგივრად, რომ მთელი ფოკუსი იყოს ჩრდილოელი მეზობლის მტრულ ქმედებებზე, ან ექსტრემიზმსა და ტერორიზმზე, რაც პანკისში მოქმედ ძალებზე, ქვეყნის გარედან ვინც მოქმედებებს. ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს ისევე, როგორც ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე, რატომ ვერ ვხედავთ შედეგებს მთავრობის საქმიანობისა, გამიჯვნის თვალსაზრისით იმ ძალებთან, რომლებიც პირდაპირ თვითონ სუს-ის ხელმძღვანელის საჯარო მოხსენებაში ნათქვამია, ძირს უთხრიან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გარშემო კონსესუს,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციის თქმით, სუს-ი ნაკლებ რესურსს რომ ხარჯავდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, შესაძლებელი იქნებოდა სერიოზული საფრთხის თავიდან აცილება.

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„სუს-ი ნაკლებ დროს რომ ხარჯავდეს ოპოზიციაზე დევნაზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა ძალიან ბევრი სერიოზული საფრთხის აცილება, მათ შორის, იმ ანალიტიკური სამუშაოს უკეთ ჩატარებას, რომელიც, როგორც გახარია აცხადებდა, ვერ ჩატარდა და შესაბამისად, პანკისში ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა, მათ შორის, შესაძლებელია, ჩატაევის საქართველოში შემოსვლა აგვერიდებინა თავიდან, რომლის ლიკვიდაციის სპეცოპერაციაში სპეცრაზმელი დაიღუპა,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით კი, სუს-ის უფროსის პარლამენტში ყოფნის დროს დეპუტატებმა საინტერესო კითხვები დასვეს და ვახტანგ გომელაურმა მათ ამომწურავი პასუხები გასცა.

ირაკლი სესიაშვილი-ის სურათის შედეგი„იყო როგორც ძალიან საინტერესო შეკითხვები, ასევე პასუხები იყო ამომწურავი, მათ შორის შეეხებოდა მგრძნობიარე თემებს, საიდუმლო ინფორმაციას, ასევე თითოეულ ჩვენგანს შემდგომ უკვე გვქონდა საშუალება, შეგვეფასებინა საერთო სურათი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან არსებულ გამოწვევებზე გვემსჯელა,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები