22 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით ხვალ თელავი-შაქრიანის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“, დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციაას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის, ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.

სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.

დღის ამბები