30 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
"მწერლები, ალბათ, ისჯებიან... ეს არის კონტროლის მექანიზმი" - ქეთი დევდარიანი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე

მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ისინი აკრიტიკებენ და დასჯის მეთოდად აფასებენ.

ქეთი დევდარიანი ამბობს, რომ ხელისუფლების გაღიზიანება მწერლების მიერ განსხვავებული შეხედულებების და კრიტიკის ხმამაღლა დაფიქსირებამ გამოიწვია.

„მწერლები, ალბათ, ისჯებიან და ზოგადად მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. რა თქმა უნდა, გაკონტროლება რაღაც ასეთ ხაზგასმულ ძალადობას არ ნიშნავს, ისინი უბრალოდ ცდილობენ, ყველგან და ყველაფერში ჰყავდეთ თავისი კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მწერლები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, მათთვის არის პრობლემა. თან ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება, ნებისმიერი ის პატარა დეტალიც კი, რომელიც შეიძლება, ჩვენც კი არ მოგვეჩვენოს განსაკუთრებულ საფრთხის შემცველად, ისინი ახლა ყველაფერში ხედავენ საფრთხეს,“ - განაცხადა დევდარიანმა.

დღის ამბები