02 მაისი 2024,   19:32
ვრცლად
ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალს რუსეთიც უერთდება

ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალს რუსეთიც უერთდება. რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს შორის ანკარაში მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს გონივრული ტარიფები და ერთად უნდა მოიზიდონ ახალი ტვირთნაკადიც.

ამ მიზნით, მხარეები განიხილავენ ახალქალაქი-ყარსის 76-კილომეტრიან მონაკვეთზე მეორე სარკინიგზო ტრასის მშენებლობის შესაძლებლობასაც. 

ანკარაში მოლაპარაკებებს ქართული მხარე არ ესწრებოდა.  

დღის ამბები