11 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომ საერთაშორისო რადარებიდან გავქრით - ყარსი-ახალქალაქის შეთანხმებას აფასებენ

ხელიდან გაშვებული შანსი და საქართველოს ხელისუფლების უსუსურობის მორიგი დასტური! - ასე აფასებენ ანალიტიკოსები, სამი ქვეყნის სარკინიგზო კომპანიებს შორის ანკარაში გაფორმებულ მემორანდუმს. სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ შეთანხმება თურქეთის დედაქალაქში საქართველოს წარმომადგენლის გარეშე შედგა, ქვეყნის რეპუტაციისთვის მნიშვნელოვან უკანდახევად მიიჩნევენ. 

"ეს არის რეალურად ჩვენი მთავრობის და მათი პოლიტიკის დამსახურება, რომ საერთაშორისო რადარებიდან ჩვენ გავქრით და ფაქტობრივად არცერთ პროცესში ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში ჩვენს რეგიონში არათი მსოფლიოს მასშტაბით,საქმის კურსიც კია რ გვაყენებენ, როცა ხდება გლობალური გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან,"-აცხადებს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.

შეგახსენებთ რომ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით, შეთანხმება რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებმა გუშინ გააფორმეს.

დღის ამბები