05 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
„საქართველოს უკვდავი პოლკი“ 9 მაისი აღსანიშნავად მორიგ აქციას გამართავს

9 მაისის აღნიშვნას ვეტერანების გარდა აპირებს ე.წ. „საქართველოს უკვდავი პოლკიც.“ აქცია-მსვლელობაში მონაწილეობას პრორუსული ორგანიზაციები აპირებენ. ისინი ტრანსფარანტებით ხელში, ფეხით გაივლიან ჭავჭავაძის გამზირს და ვაკის პარკში მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდებიან. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეთა ხსოვნის პატივსაცემად „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა საქართველოში ყოველ 9 მაისს უკვე მესამე წელია იმართება. თბილისის გარდა მსგავსი აქციები დაგეგმილია ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

დღის ამბები