03 მაისი 2024,   20:39
ვრცლად
პატიმრის ოჯახის წევრები, რომელმაც თვითდაზიანებები მაკრატლით მიიყენა აქციებს აანონსებენ

პატიმარ ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი დღეს 16:00 საათისთვის აპირებენ შეკრებას. მთავარი მოთხოვნა, პატიმრის სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა.

ავთანდილ სოფრომაძემ რუსთავის მე-6 დაწესებულებაში თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახის წევრების, თქმით მათი პროტესტის მიზეზი ასევე პატიმართან კომუნიკაციის შეზღუდვაა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ ან ტელეფონით დაუკავშირდნენ მას. ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრები კონრეტულ პირებს ზეწოლაში ადანაშაულებენ.

„ზეწოლა არის ავთოს მიმართ. არის დამამცირებელი მოპყრობა უფროსობისგან,ბატონი შოთა ტრაპაიძისგან, მისი მოადგილეებისგან. არ გავჩერდები,თბილისში ვატარებთ აქციას მოგვაქციონ ყურადღება,ჩვენ იმისთვის ვიბრძოდით და ოცნება იმიტომ მოვიყვანეთ,რომ ასეთი რაღაცეები არ მომხდარიყო. მაქვს მოთხოვნა რომ შეწყდეს ასეთი ზეწოლა და ასეთი დამამცირებელი მოპყრობა,“-ამბობს ავთანდილ სოფრომაძის დედა ირმა სუთიძე.  

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში, 29 წლის პატიმარმა მუცლის არეში მაკრატლით თვითდაზიანება მიიყენა.  არსებული ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და პატიმარი მკურნალობაზე ამ დრომდე უარს ამბობს.   

ადვოკატების თქმით, ავთანდილ სოფრომაძე ამ ფორმით ციხის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებს.

პატიმარი სასჯელს ქურდობის მცდელობისა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის იხდის. მას 7 წელი აქვს მისჯილი და საპატიმრო რამდენიმე თვეში უნდა დატოვოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები