03 მაისი 2024,   15:12
ვრცლად
თუშეთისაკენ მიმავალი გზის გახსნაზე საუბარი ნაადრევია, სტიქიამ კახეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა - კახეთის გუბერნატორი

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა, თუშეთისაკენ მიმავალი გზა. გზა, რომლის გახსნაც მაისში იგეგმებოდა, ფაქტობრივად აღარ არსებობს. სოფელ ლეჩურში, მდინარე სტორმის ადიდების გამო, გზის მონაკვთტები წყალმა დაფარა, ჩამოწოლილია მეწყერი. სამუშაო ჯგუფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის ინვენტარიზაციას ჩაატარებს. 

ადიდებულმა მდინარეებმა კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზიანა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლები, დააზიანა გზები და ხიდები. კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულ ინვენტარიზაციას ჩაატარებს. გარდა ამისა, მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხის შესაბამისი გრაფიკით გადახდაზე შუამდგომლობას გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ ადიდებულმა მდინარეებმა კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტში დააზიანა დატბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, საცხოვრებელი სახლები, დააზიანა გზები და ხიდები.

 

დღის ამბები