03 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
„ჩვენი ვიზიტის მიზანი, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა" - ფრანგი კანონმდებლები თბილისში იმყოფებიან

ფრანგი კანონმდებლები თბილისში იმყოფებიან. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებს პირველი შეხვედრა პარლამენტში ექნებათ.

ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის გარდა, ფრანგ კანონმდებლებს დაგეგმილი აქვთ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ზოლის მონახულება. 5 დღიანი ვიზიტის მთავარ მიზნად ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება სახელდება.

„ჩვენი ვიზიტის მიზანი, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. ქართველ კოლეგებთან არაერთი საკითხის განხილვას ვგეგმავთ, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში. შეხვედრებს გავმართავთ პარლამენტის წევრებთან, ასევე შევეცდებით დისკუსიები გავმართოთ ყველასთან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ ასევე მოვინახულებთ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს. საფრანგეთს სახელმწიფოს პოზიცია ცნობილია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და თქვენი ქვეყნის ერთიანობას. ასეთია საფრანგეთს პარლამენტის პოზიციაც,“-განაცხადა მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ჟან რენე კაზნევიმ.

დღის ამბები