30 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
„არათუ მსგავსი მეილების შესახებ გამიგია არაფერი, მსგავსი საუბარიც კი არასდროს მომისმენია" - მდინარაძე ლობისტებთან საიდუმლო მიმოწერაზე

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ "ქართული ოცნებისა" და მისი დაქირავებული ლობისტების საიდუმლო მიმოწერაზე არასოდეს არაფერი სმენიათ.

საუბარია, სკანდალურ ელექტრონულ მიმოწერაზე, რომელიც "რუსთავი2"-ს მიაწოდეს. როგორც ერთ-ერთი წერილით ირკვევა, „ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო. მათი მიზანი კი იყო ის, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზე მთავარი დამკვირვებელი ტრადიციულად ეუთო უნდა ყოფილიყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მსგავსი მიმოწერის არსებობა დადასტურებული არ არის და ჯერ ამ წერილების ავთენტურობა უნდა დადგინდეს.

„არათუ მსგავსი მეილების შესახებ გამიგია არასდროს არაფერი, მსგავსი საუბარიც კი არასდროს მომისმენია, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ამიტომ ვერანაირ პასუხს ვერ გავცემ ოპოზიციას ჯერჯერობით.

რაც შეეხება ახალ ინფორმაციებს, მუდამ დღის წესრიგში ხვდებით ხოლმე დილიდან დაწყებული ახალი ინფორმაციით, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდება ხოლმე მართალი ან გადაუმოწმებელი, არ ვიცი საერთოდ რაზეა ლაპარაკი,“-ამბობს მდინარაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები