26 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
სანდრა რულოვსი ზუგდიდში კარდაკარის ფარგლებში, კახათის მოსახლეობას შეხვდა

სანდრა რულოვსი ზუგდიდში კარდაკარის მეთოდით წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ამჯერად გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი კახათის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მან სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და ყურადღება ლაზიკის მშენებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. ასევე სანდრა რულოვსი მოსახლეობას ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განახლებული პაკეტების სამომავლო გეგმებზეც ესუბრა.

"აქედან უნდა დაიწყოს ჩვენი გამარჯვება იმიტომ რომ ზუგდიდში ყოველთვის წყდება ჩვენი ბედი. ეროვნული მოძრაობა აქედან დაიწყო, ვარდების მოძრაობა აქედან დაიწყო, ივანიშვილის მოშორებაც აქედან დაიწყება,"-განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები