25 ივნისი 2019,   16:48
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე - სავარაუდოდ, სუს-ის წარმომადგენლები სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ

ხმაური ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე - ოპოზიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ არაუფლებამოსილ პირებს სამაგიდო სიებთან წვდომა ჰქონდათ.

გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ.

არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება, ვითარება კი ზუგდიდში სულ უფრო იძაბება. იძაბება. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა 87 საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი ავტომობილიდან  გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები