03 მაისი 2024,   15:43
ვრცლად
„ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს, საფრთხე გვემუქრება" - მდინარე ნენსკრა ადიდდა, ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

მდინარე ნენსკრა ადიდდა - დატბორილია სოფელ ჭუბერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო. „რუსთავი 2"-ს მესტიის მუნიციპალიტეტიდან ადგილობრივი მცხოვრები დაუკავშირდა, რომელმაც არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორ საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, შენობები წყალმა წაიღოს.

Image may contain: plant, outdoor, nature and water

ნინელი ჩხეტიანის განცხადებით, მათ დასახმარებლად და ეზოდან წყლის ამოსატუმბად ჭუბერის გამგებელმა ტრაქტორი მიიყვანა, თუმცა ტექნიკა მალევე გაფუჭდა. ჩხეტიანების განმარტებით, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო წყლის ნაკადის შეჩერება, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ჩხეტიანები ამბობენ, რომ გასულ წელს ადიდებულმა მდინარემ მისი კუთვნილი ერთი სახლი უკვე დაანგრია და შესაძლოა ახლაც იგივე განმეორდეს.

„ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს. საფრთხე გვემუქრება. დახმარებას ვითხოვთ,“- განაცხადა "რუსთავი2"-თან საუბრისას ნინელი ჩხეტიანმა.

დღის ამბები