12 მაისი 2024,   00:43
ვრცლად
ანაკლიის პორტის მშენებლობა - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი", მთავრობასა და ინვესტორებთან შეხვედრას გამართავს 

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის", მთავრობისა და ანაკლიის პორტის ინვესტორ, საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. მხარეები კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილ 8 პუნქტიან მოთხოვნას განიხილავენ. მათ შორის რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში იმისთვის რომ ბანკებისთვის  პროექტის დაფინანსება უფრო მიმზიდველი გახდეს.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" ამბობენ, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და ის ივლისამდე უნდა დასრულდეს. 

„არის ძირითადად საუბარი, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რაც გაფორმებულია ჩვენსა და სახელმწიფოს შორის, რა ცვლილებები უნდა შევიდეს იმისთვის, რომ მისაღები გახდეს ბანკებისთვის ამის დაფინანსება. ეს არის მეორე რაუნდი დაგეგმილი მოლაპარაკებების, მათ შორის იყო გარკვეული მიმოცვლა ინფორმაციის, ასე რომ საკმაოდ აქტიურ მოლაპარაკებებში ვართ ახლა, იმედია შევძლებთ ივლისამდე მოლაპარაკებების დასრულებას,“-აცხადებს "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია.

საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ.

დღის ამბები