26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
930 ათასი ლარი 3 ქუჩის სატრანსპორტო პროექტისთვის - ლევან ხაბეიშვილი კალაძეს არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

ვეკუას, ხიზანიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირის სატრანსპორტო პროექტისთვის თბილისის მერია 930 ათას ლარს გადაიხდის. საკრებულოს ”ნაციონალურ მოძრაობა” ეჭვობს, რომ საქმე საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება და საკითხის დაყენებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გეგმავს. ლევან ხაბეიშვილის ამტკიცებს, რომ კახი კალაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, დარღვევებია.

"თუ თბილისის გენერალური გეგმა დაჯდა 3 მილიონ ლარამდე, მხოლოდ 3 ქუჩის დაგეგმარება სატრანსპორტო მიმართულებით, რატომ ჯდება 930 ათასი ლარი, ხომ არ გვაქვს საქმე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან?"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები