12 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ანაკლიის პორტის პროექტი გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და პარტნიორობას აშშ-სთან - სახელმწიფო მდივნის მოადგილე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან და უზრუნველყოფს მეტ კავშირს ევროპასა და მთელს კასპიის რეგიონს შორის - ასე აფასებენ ანაკლიის პორტის მშენებლობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ვაშინგტონში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში გამართულ ტრანსკასპიის ორდღიან ფორუმზე, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მანიშა სინქჰის თქმით, ანაკლიის პორტი, როგორც ტრანსკასპიის რეგიონის სტრატეგიული დერეფნის ნაწილი, საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

"ტრანსკასპიის რეგიონი შეუცვლელი სატრანზიტო მარშრუტი იყო ათასობით წლის განმავლობაში.
მას კარგი მდებარეობა აქვს იმისთვის სტრატეგიული დერეფანი იყოს ვაჭრობისთვის კონტინენტებს შორის. ეს მარშრუტი დღესაც მნიშვნელოვანია. ამის შესანიშნავი მაგალითია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც ზღვით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. საქართველო და შეერთებული შტატები ამჟამად ერთად მუშაობენ ამ პორტის ასაშენებლად. დაგეგმილია, რომ პროექტის 2020 წლის დეკემბრისთვის ექსპლუატაციაში შევა. ეს გაზრდის საქართველოს ეკონომიკას და უზრუნველყოს მეტ კავშირს ევროპასა და მთელს კასპიის რეგიონს შორის. ვაჭრობის სფეროში საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატების კიდევ უფრო მტკიცე პარტნიორი გახდება,"-განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში, მანიშა სიქჰი.

დღის ამბები