12 მაისი 2024,   07:44
ვრცლად
"არასწორი ანალიზი კეთდება" - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებაზე 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის რეკორდულ გაუფასურებას ეხმაურება. კობა გვენეტაძე ვალუტის ვარდნას საგარეო ფაქტორებს უკავშირებს და ამბობს, რომ დოლარი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, გლობალურად მყარდება. 

მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი პარალელებს 2007-2008 წლებთან ავლებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში გაცილებით მაღალი - 12% იყო, თუმცა ლარი სიმყარეს ინარჩუნებდა. მისი თქმით, ამას საგარეო ფაქტორები განაპირობებდა. 

"არასწორი ანალიზი კეთდება. შეგვიძლია ვნახოთ 2007-2008 წლებში უფრო მაღალი ინფლაცია იყო, უფრო ზუსტად 12% . თუმცა გაცვლით კურსთან ლარი იყო მყარი. გადავავლოთ თვალი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ბოლო 5 თვეა დოლარი  გლობალურად მყარდება. 

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში  2.7799 ლარია. 

ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17:00 საათზე დაადგენს. 

დღის ამბები