11 მაისი 2024,   17:34
ვრცლად
„მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დედოლარიზაცია" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

„მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დედოლარიზაცია,“ - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა ლარის კურსის გაუფასურებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ევრო როგორ მერყეობს დოლართან მიმართებაში.

ფინანსთა სამინისტროში მთავარი პრიორიტეტად და გამოსავლად დედოლარიზაციას ასახელებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, შევხედოთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ევრო დოლართან როგორ მერყეობს. დოლარი, პრაქტიკულად, თითქმის, ისევე გამყარდა ევროსთან, როგორც ლართან. საუბარი ალბათ, ზედმეტია თურქეთში მიმდინარე მდგომაროებაზე. ეს არის ისეთი მერყეობები, რომელიც ხდება და რომლის თავიდან აცილება საკმაოდ რთულია. მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დედოლარიზაცია,“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში  2.7799 ლარია. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17:00 საათზე დაადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები