11 მაისი 2024,   19:55
ვრცლად
სტიქია გურჯაანში - კაჭრეთში ძლიერმა ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა

სტიქია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში - ძლიერმა ქარმა 5-სართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. დაზიანდა საკანალიზაციო მილი და რამდენიმე საათის განმავლობაში გაითიშა ელექტროენერგია.

გურჯაანის მერის ინფორმაციით, მოსახლეობის გაყვანა კორპუსიდან საჭირო არ გახდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები