11 მაისი 2024,   13:38
ვრცლად
ძლიერი ქარი ბათუმში - მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოცვივდა

ბათუმში ძლიერმა ქარმა ქალაქის მცხოვრებლებს საფრთხე შეუქმნა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე კომპანია ორბის მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო მასალები ქუჩაში გადმოცვივდა.

საპატრულო პოლიციამ ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი გადაკეტა. მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მასალების გამო არავინ დაშავებულა.

 

დღის ამბები