12 მაისი 2024,   05:31
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს.

ფილადელფიაში მერიის შენობის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს, რომელიც ადგილზე ერთი კვირის განმავლობაში დარჩება.

გაიმართა კონცერტიც, რომელზეც ქართული ცეკვები შესრულდა.

ღონისძიებას საქართველოს ელჩი, ფილადელფიის მერი და კონგრესმენი ბრენდან ბოილი დაესწრნენ.

პარალელურად ბოსტონში ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს.

პროგრამა ივნისში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიური კონფერენციით გაგრძელდება, რომელსაც ვაშინგტონში მშვიდობის ინსტიტუტი უმასპინძლებს.

კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. 

დღის ამბები