11 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
აფეთქება ლიონის ცენტრში - დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი

საფრანგეთის პოლიცია ქალაქ ლიონში აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილს ეძებს.

ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც პაკეტში იყო გახვეული, უცნობმა პირმა ქალაქის ცენტრში ველოსიპედიდან ისროლა. ბომბი საკონდიტროს წინ ამოქმედდა.

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 8 წლის გოგონაც.

აფეთქების შემდეგ გამოძიებამ უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებული ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა და მოსახლეობას ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც. 

დღის ამბები