11 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრძოლა დაიწყო

ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრძოლა დაიწყო. კონსერვატიული პარტიის ახალ ლიდერს, სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე აირჩევენ.

ამ დროისთვის ტერეზა მეის შეცვლა 4 კანდიდატს სურს, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა მოქმედი და ყოფილი მინისტრები - ჯერემი ჰანტი და ბორის ჯონსონი.

ტერეზა მეიმ გუშინ დაადასტურა, რომ 7 ივნისს გადადგება, თუმცა, მოვალეობის შესრულებას კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის ვინაობის გარკვევამდე განაგრძობს.

პრემიერის გადადგომის გამო, კიდევ უფრო ღრმავდება ბრექსითის კრიზისიც. ახლა კიდევ უფრო დიდი შანსი არსებობს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს გარიგების გარეშე დატოვოს. 

დღის ამბები