12 მაისი 2024,   01:32
ვრცლად
ტრამპი ახლო-აღმოსავლეთში დამატებით კონტინგენტს აგზავნის

სამხედრო ხომალდების შემდეგ დონალდ ტრამპი ახლო-აღმოსავლეთში დამატებით კონტინგენტსაც აგზავნის.

ინფორმაცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს დაუდასტურა.

მისი თქმით, რეგიონში დამატებით 1500 ჯარისკაცს გაგზავნიან, მიზანი კი უკვე დისლოცირებული ამერიკული კონტინგენტის დაცვაა.

ირანთან დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთთან, იორდანიასთან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან იარაღის მიყიდვაზე 8 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების კონტრაქტიც გააფორმა.

გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კონგრესის გვერდის ავლით მიიღო.

 

დღის ამბები