12 მაისი 2024,   09:43
ვრცლად
"აზერბაიჯანმა დაარღვია მთელი რიგი შეთანხმებები... თითქმის დასრულდა გზის გაყვანა" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"აზერბაიჯანმა დაარღვია მთელი რიგი შეთანხმებები" - ეს განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ, ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიის მონახულების შემდეგ გააკეთა.

საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანული მხარის მიერ გზის გაყვანის სამუშაოებს გაეცნო. ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ გზის გაყვანის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის კი, მისი ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა აღარ მუშაობს.

ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქო დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები დავით გარეჯში. აქედან გამომდინარე, დეკანოზის თქმით, საპატრიარქო ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს.

„კომისიის მიერ დადგენილი ეს ხაზები არ ემთხვევა იმ რუკას, რომელზეც შეთანხმებული იყო ეს ორი სახელმწიფო და გაცილებით აქეთ არის. ამ ეტაპისთვის, ეს მონაკვეთი საზღვრისა არის შეუთანხმებელი. შეუთანხმებელ მონაკვეთში ისედაც დარღვევა არის რაიმე სამუშაოების შესრულება. ამიტომ, ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ ფაქტის წინაშე, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან დარღვეული არის რიგი ხელშეკრულებები და რიგი კანონები, რომელიც საზღვართან დაკავშირებით უნდა გათვალისწინებულიყო,“ - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა ამ დრომდე არ შეუწყვეტია. 

დღის ამბები