22 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ია კერზაიას საქმე - ბაჩანა შენგელიამ საქალაქო ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც მისი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ინსპექტირების დასკვნას და განათლების მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებდა, რომლის საფუძველზეც გაათავისუფლეს სამსახურიდან მისი დედა.

დღესვე შენგელია მორიგი განცხადებით მთავარ პროკურატურასაც მიმართავს. მას სურს, რომ ია კერზაიას საქმეზე დაწყებული გამოძიების შუალედურ შედეგებს გაეცნოს.

„გავასაჩივრე თბილისის საქალაქო სასამართლოს აბსოლუტურად უკანონო და ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომლითაც მოსამართლემ უარი გვითხრა სარჩელის განხილვაზე, თქვა, რომ გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეს არ აქვს სარჩელის აღძვრის უფლება, რაც არის აბსოლუტურად უკანონო და ეს არის კონსტიტუციურად გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევა პრაქტიკულად, რაც გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

დღის ამბები