11 მაისი 2024,   01:14
ვრცლად
კურსი არის ძალიან მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ აისახება საბოლოო ჯამში პროდუქტებზე - ლევან კობერიძე

„კურსი არის ძალიან მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ აისახება საბოლოო ჯამში იმ პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატმა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ლევან კობერიძე ამბობს, რომ ლარის დევალვაციის მიზეზი, სახელმწიფოს მხრიდან, სახსრების არაჯეროვანი მართვაა.

„ორი დღის წინ საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მოვიყვანეთ ჩვენ, რომელსა სამი წელი 700 მილიონიანი ზარალით ასრულებს თავის საქმიანობას. მე ვთვლი, რომ სწორედ ესეთი ფაქტორები არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორები, როდესაც სახელმწიფო არაყაირათიანი უდგება და არაპროფესიონალურად მართავს თავის სახსრებს. კურსი არის ძალიან მტკივნეული ჩვენი მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ აისახება საბოლოო ჯამში იმ პროდუქტებზე, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ და მათი ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამიტომ, მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები უმრავლესობის მოსაზრებას, რომ ლარის კურსს თურმე არ უნდა მიაქციონ ყურადღება ადამიანებმა და მშვიდად უნდა განაგრძონ ცხოვრება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები